სტუ-ის ვაჟთა გუნდი - “სტუ-1” თოვლის ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონი გახდა

სტუ-ის ვაჟთა გუნდი - “სტუ-1” თოვლის ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონი გახდა

 

სტუ-ის ვაჟთა გუნდი - “სტუ-1” თოვლის ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონი გახდა

18-02-2025
სტუ-ის ვაჟთა გუნდი - “სტუ-1” თოვლის ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონი გახდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდმა - „სტუ-1“ თოვლის ფრენბურთში 2025 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ოქროს პრიზიორი და ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. 

კურორტ ბაკურიანში გამართულ თოვლის ფრენბურთის წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვაჟ ფრენბურთელთა 2 გუნდი - „სტუ-1“ დავით ცხომარიას, ალექსანდრე ზაქაიძის, თორნიკე კამკამიძის და გუგა გეჯაძის შემადგენლობით, და „სტუ-2“ სანდრო ნაცვლიშვილის, მამუკა ჭახნაკიას, ხასი ხალილოვისა და გარი კურაზიანის შემადგენლობით ასპარეზობდა. 

„სტუ-1“-მა, რომელმაც წლევანდელი ჩემპიონატის ფარგლებში საუკეთესო შედეგები აჩვენა, ფინალური შეხვედრა “გორი 2”-თან გამართა და ანგარიშით - 2:0 დაამარცხა, შესაბამისად ტურნირის ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.  

1 (14).png

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, ფრენბურთის საუნივერსიტეტო გუნდს საქართველოს ჩემპიონობას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს სწავლასა და სპორტულ კარიერაში. 

„საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჩვენი ახალგაზრდები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდიდარ სპორტულ ტრადიციებს აგრძელებენ, ტურნირებში უნივერსიტეტის სახელით ღირსეულად ასპარეზობენ და რაც უმნიშვნელოვანესია - იმარჯვებენ. თოვლის ფრენბურთის წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ორი გუნდით წარსდგა. „სტუ-1“-მა, ამ საპატიო ტურნირის დღეებში, განსაკუთრებული მობილიზება და მომზადება აჩვენა და თავის ალმა-მატერს ჩემპიონის თასი მოუტანა. პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით, ვულოცავთ და მადლობას ვუხდით სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს, უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს და მათგან მორიგ, ახალ გამარჯვებებს ველით,“ - აცხადებს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. 

თოვლის ფრენბურთში საქართველოს 2025 წლის ეროვნული ჩემპიონატი, საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კურორტ ბაკურიანში გაიმართა. 

სიახლეებში დაბრუნება