საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2024-2025 სასწავლო წლის (საზაფხულო) მეორე სემესტრიდან უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის) მსურველებმა, 3 თებერვლიდან 6 თებერვლის ჩათვლით რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ შესაბამის ფაკულტეტს (სადაც სწავლობენ ან სწავლობდნენ).
სტუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ შიდა მობილობისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილების რაოდენობა და პირობები იხილეთ დანართში 4.
არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“, რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“). მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ შიდა საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტური, რომელიც 2025 წლის 6 თებერვალს, 11:00 საათზე ჩატარდება (მისამართი: თბილისი; კოსტავას N68, სტუ-ის I კორპუსი, ოთახი 408).
დიზაინის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე- ,,დიზაინი”, მობილობის მსურველებისთვის შიდა საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტური 2025 წლის 4 თებერვლიდან 6 თებერვლის ჩათვლით, 12:00 საათზე ჩატარდება (მისამართი: თბილისი; კოსტავას კოსტავას ქუჩა 75, სტუ-ის VIII კორპუსი).
სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, დაშვების წინაპირობებთან ერთად, იხილეთ დანართში 1; 2; 3. სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე დაშვების წინაპირობებში (დანართი 2 და 3) მითითებულია ის პროგრამები, რომლებზეც გამოცხადებულია შიდა მობილობა და გააჩნია წინაპირობა. ის პროგრამები, რომლებსაც წინაპირობა არ აქვთ, ცხრილში მითითებული არ არის.
შიდა მობილობასთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ფაკულტეტის წარმომადგენელს. (საკონტაქტო პირები იხილეთ დანართში 5)
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.