საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
- ენობრივი მოდელირების განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული
- ვახტანგ გომელაურის სახელობის ენერგოსისტემების სტრუქტურისა და ენერგოდანადგარების ოპტიმიზაციის განყოფილება: მთავარი მეცნიერ თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული
- მინდია სალუქვაძის სახელობის სისტემების იდენტიფიკაციისა და ოპტიმალური მართვის განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი – 2 (0,5 საშტატო ერთეული)
განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 17 თებერვლიდან - 19 თებერვლის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მინდელის ქ.N10, არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი, მე-4 სართული, ოთახი N1, პასუხისმგებელი პირი ქეთევან კვირიკაშვილი, ტელ: 032 231 98 74.
კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 21 თებერვალს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 21 თებერვლისა, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის
ვებგვერდზე.
კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2025 წლის 26 თებერვლის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის
ვებგვერდზე.
II. საკონკურსო პირობები
კონკურსის ძირითადი პირობები:
ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი უნდა ერკვეოდეს სამეცნიერო კვლევების განვითარების პრობლემებსა და მიმართულებებში; ადგილობრივ და უცხოურ მიღწევებში მეცნიერებათა შესაბამის დარგებში; სამეცნიერო კვლევა-ძიებათა ორგანიზებასა და ჩატარების თანამედროვე მეთოდებსა და საშუალებებში. ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 10 სამეცნიერო ნაშრომი (მონოგრაფია ან/და სტატია სამეცნიერო ჟურნალსა ან/და ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომებში), რომელთაგან 3 მაინც: იმ განყოფილების სამეცნიერო მიმართულებითაა, რომელშიც კონკურსანტი აპირებს განცხადების შეტანას; საერთაშორისო მასშტაბით რეცენზირებად და რეფერირებად გამოცემებსა ან/და საერთაშორისო კონფერენციის შრომებში.
ბ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. მეცნიერი თანამშრომელი უნდა ერკვეოდეს მისი მონაწილეობით მიმდინარე კვლევა-ძიებების მიზნებსა და ამოცანებში; საქართველოსა და უცხოეთში ანალოგიური შინაარსის სამეცნიერო კვლევებში; მიღებული ინფორმაციის დამუშავების, განზოგადებისა და კვლევების ორგანიზების თანამედროვე მეთოდებში. გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს ერთი სამეცნიერო ნაშრომი მაინც.
მეცნიერის (მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლის) თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის
ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;
ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.
შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.
III. კონკურსის ჩატარების წესი
- კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე;
-
საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
-
კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.