25 ნოემბერს, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა და მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - ENPARD IV-ის ფარგლებში, ტრენინგს ატარებს.
ტრენინგი, რომლის თემაა „ვაზის სხვლა და ფორმირება“, 09:30 საათზე დაიწყება და მას FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტი მევენახეობის დარგში ხულიო პრიეტო დიასი გაუძღვება.
ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს.
ხულიო პრიეტო დიასი მევენახე ინჟინერია, ვენახის მართვის მრავალწლიანი გამოცდილებით როგორც ესპანეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ასევე, იგი უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ტრენინგებისა და სხვადასხვა პროექტის მიმართულებით.
ტრენინგის ფარგლებში დაგეგმილია თეორიული და შემდეგ პრაქტიკული კურსი, რომელიც საგურამოში ჩატარდება.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.