სტუ-ის მოცურავეთა გუნდმა 17 მედალი და გუნდური ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა

სტუ-ის მოცურავეთა გუნდმა 17 მედალი და გუნდური ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა

 

სტუ-ის მოცურავეთა გუნდმა 17 მედალი და გუნდური ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა

06-11-2024
სტუ-ის მოცურავეთა გუნდმა 17 მედალი და გუნდური ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“ მოცურავეთა გუნდმა, ბათუმში გამართულ გიორგი კალანდაძის და ალექსანდრე ცინცაძის სახელობის პირველობაზე, 17 მედალი და გუნდური ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა. 

ტურნირში „ტონუსის“ (მწვრთნელები - მანანა თურქია და ირინა მინჟულინა) გარდა, მონაწილეობდნენ 2011-2012 წლებში დაბადებული ვაჟები და 2012-2013 წლებში დაბადებული გოგონები აჭარის, გორის, რუსთავის, საჩხერის, ჭიათურის და თბილისის გუნდებიდან.

„ტონუსის“ გუნდის წევრებმა: დავით ახვლედიანმა (2011 წლეს დაბადებული) - 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო, მარკოზ ნებუნიშვილმა (2011 წელს დაბადებული) - 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო, სანდრო არუთინოვმა (2011 წელს დაბადებული) - 1 ოქრო, 2 ბრინჯაო, სემიონ გავრლიჩენკომ (2011 წელს დაბადებული) - 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო; ივან გავრლიჩენკომ (2013 წელს დაბადებული) - 1 ბრინჯაო, მოიპოვეს. 

ასევე, გუნდურ შეჯიბრში 4X50 კომბინირებულ ესტაფეტაში (გუნდის შემადგენლობა დავით ახვლედიანი, მარკოზ ნებუნიშვილი, სანდრო არუთინოვი და სემიონ გავრილიჩენკო), „ტონუსის“ გუნდმა ოქროს მედლები მოიპოვა, 4X50 თავისუფალი სტილით ცურვაში (გუნდის შემადგენლობა: დავით ახვლედიანი, მარკოზ ნებუნიშვილი, ივან გავრილიჩენკო და სემიონ გავრილიჩენკო) კი - ვერცხლის მედლები.

სიახლეებში დაბრუნება