გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ

21-10-2024
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს, ასევე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ, სადაც მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამის შესახებ, ასევე, ანაზღაურებად სტაჟირებაზე ესაუბრნენ. 

შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებაა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემ გახსნა. 

სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი სტუდენტებს მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა. როგორც პროფესორმა ნატო ქათამაძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი და აგრარული პროფესიების პოპულარიზაციას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა კი, სტუდენტებისთვის სტიმულია. 

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები XXI საუკუნის პრობლემაა, რომლის პრევენცია და ადრეულ ეტაპზე გამოვლენა გადაარჩენს ადამიანის სიცოცხლეს და ნაკლებ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას. ამ პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფო არაერთ პროგრამას ახორციელებს. მწვანე და აგრო სტიპენდიების შესახებ სტუდენტების ინფორმირებულობა და მათთვის იმ სიახლეების მიწოდება, რასაც სამინისტრო გეგმავს, ძალიან მნიშვნელოვანია. მეტი ინფორმაცია ნიშნავს მეტ მოტივირებულ ახალგაზრდას და შემდგომში მეტ კვალიფიციურ კადრს. რაც შეეხება სტუდენტების ანაზღაურებად სტაჟირებაში მონაწილეობას და დასაქმებას ეს ჩვენი უმთავრესი ამოცანა და მიზანია, რითაც მუდამ ვცდილობთ მსგავსი შეხვედრებით ჩვენს სტუდენტებს მივცეთ დასაქმებისა და კარიერული ზრდის საშუალება“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

Cover gtu.jpg

სტუ-ის სწავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ნიშნიანიძემ, მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს.

„მისასალმებელია ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სამინისტროს ინიციატივა სტუდენტთა სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის შესახებ, რომლის ძირითად კრიტერიუმად სტუდენტთა აკადემიური მოსწრება სახელდება, აღნიშნული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ჩვენს ქვეყანაში პირველად ხორციელდება და ჩვენი სტუდენტებისათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა მათი მომავალი დასაქმების და კარიერული განვითარებისათვის“, - განაცხადა ნინო ნიშნიანიძემ. 

შეხვედრის დასასრულს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტების კითხვებს უპასუხეს. 



 

სიახლეებში დაბრუნება