საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საუნივერსიტეტო კონკურსზე - UNI4VERSE რეგისტრაცია მიმდინარეობს!
UNI4VERSE ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს უნივერსიტეტებსა და სტუდენტებს შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი და ჩართულობა.
წლევანდელი საკონკურსო თემაა - “მწვანე ეკონომიკა და ტექნოლოგიები”.
კონკურსში სადაც, საქართველოს მასშტაბით 18 უნივერსიტეტი მონაწილეობს, მათ შორის არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც.
კონკურსში მონაწილე დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გაეცნოთ მნიშვნელოვან დეტალებს:
მონაწილეებმა ფორმები უნდა შეავსონ 2024 წლის 31 ოქტომბრამდე შემდეგ
ბმულზე.
- შიდა კონკურსი: 2024 წლის 30 ნოემბრამდე უნივერსიტეტში შიდა კონკურსი ჩატარდება, რომლის მიხედვით შეირჩევა საუკეთესო გუნდი (გუნდი უნდა შედგებოდეს ოთხი სტუდენტისა და ერთი ხელმძღვანელისგან), რომელიც წარადგენს ჩვენს უნივერსიტეტს.
- გაითვალისწინეთ: სასურველია შეიქმნას მულტიდისციპლინარული და ფაკულტეტთაშორისი გუნდები.
აღნიშნული ვადების გათვალისწინებით, კონკურსში მონაწილეობისთვის ყველა ფაკულტეტს დაეკისრება პასუხისმგებლობა შექმნას მინიმუმ ერთი გუნდი, ხოლო მრავალრიცხოვანი სტუდენტების მქონე ფაკულტეტებმა მინიმუმ, სამი გუნდი უნდა ჩამოაყალიბონ.
ამ ეტაპზე სასურველია, რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული სტუდენტი დარეგისტრირდეს მითითებულ
ბმულზე.
ნოემბრის დასაწყისში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი უზრუნველყოფს კონკურსანტების შეხვედრას და გუნდების გარეშე დარჩენილ, სტუდენტებისთვის გუნდების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისს.