საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, რობიტაშვილების ოჯახს, კოლეგებსა და აღზრდილებს სამძიმარს უცხადებენ ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ემერიტუსის, ალექსანდრე რობიტაშვილის გარდაცვალების გამო.
“ჩვენგან წავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგი, გულწრფელი და უბადლო მეგობარი, მაღალკვალიფიციური პროფესიონალი, რომელმაც თავისი ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში აღზარდა დარგის პროფესიონალი კადრი. სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახსა და კოლეგებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ალექსანდრე რობიტაშვილის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობა მთლიანად იყო დაკავშირებული პოლიტექნიკური ინსტიტუტის, შემდგომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ჯერ კავშირგაბმულობის, შემდეგ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტთან. მას დიდი როლი მიუძღვის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის ჩამოყალიბებაში, წლების განმავლობაში იყო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, არის მრავალი სამეცნიერო შრომის, სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი. 2020 წელს მიენიჭა ემერიტუსის აკადემიური წოდება.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.