საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდებმა ქვიშის ფრენბურთში 2024 წლის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე უპირობო გამარჯვება და შესაბამისად, ჩემპიონის ტიტული, ასევე, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქვიშის ფრენბურთში წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატზე სამი გუნდით წარდგა, რომლებმაც სამივე საპრიზო ადგილი გაინაწილეს. საუნივერსიტეტო გუნდმა - „სტუ 1“ ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა, „სტუ 2“ ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო „სტუ 3“-მა ბრინჯაო მოიპოვა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ქვიშის ფრენბურთის ეროვნულ ჩემპიონატში ერთი უნივერსიტეტიდან სამი სტუდენტური გუნდის გამარჯვება მნიშვნელოვანი მოვლენაა საუნივერსიტეტო სპორტულ ცხოვრებაში.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდებმა მართლაც რომ ღირსეულად იასპარეზეს. მათ ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს, მე-2 და მე-3 საპრიზო ადგილებიც მოხსნეს და თავიანთ ალმა-მატერს უდიდესი წარმატება, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოუტანეს.
ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების სახელით, ვულოცავ ჩვენს სტუდენტურ გუნდებს ქვიშის ფრენბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონის ტიტულის, ასევე, ვერცხლისა და ბრინჯაოს მოპოვებას.
სასიხარულოა, რომ ჩვენი სტუდენტები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სპორტულ ტრადიციებს ასე ღირსეულად აგრძელებენ. მადლობას ვუხდით მათ და ვუსურვებთ, კიდევ მრავალი გამარჯვება ეზეიმოთ“, - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.
ქვიშის ფრენბურთში საქართველოს 2024 წლის ეროვნული ჩემპიონატი, საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში გაიმართა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.