საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ახალგაზრდა მკვლევრისა და პედაგოგის, მირიან კუბლაშვილის გარდაცვალების გამო. სამძიმარს უცხადებს კუბლაშვილების ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტსა და სატელეკომუნიკაციო და მულტიმედია სისტემების მართვისა და მხარდაჭერის განყოფილებას.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიურ წრეებს მოულოდნელად გამოაკლდა ფართო დიაპაზონის მქონე ახალგაზრდა მეცნიერი, რომლის ძიებითა და შემეცნებით აღსავსე ცხოვრება, საუბედუროდ, ასე ხანმოკლე აღმოჩნდა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მას წარმოუდგენლად ნაყოფიერი 10 წელი აკავშირებს და ამ ხნის მანძილზე მან საუნივერსიტეტო საზოგადოებას და სტუდენტებს თავი დაამახსოვრა როგორც იმედისმომცემმა მაღალკვალიფიციურმა მკვლევარმა, დიდბუნებოვანმა და ყველასათვის საყვარელმა კოლეგამ, შესანიშნავმა პედაგოგმა.
ძნელია მასზე წარსულში საუბარი, რთულია გამონახო სიტყვები, ამ დანაკარგით გამოწვეულ ელდასა და ტკივილს ოდნავ მაინც რომ შეგვიმსუბუქებს.
სამძიმარს ვუცხადებთ, კუბლაშვილების ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტსა და სატელეკომუნიკაციო და მულტიმედია სისტემების მართვისა და მხარდაჭერის განყოფილებას, მის მეგობრებს, კოლეგებს და აღზრდილებს - მშვიდობით, მირიან!“ - აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.