საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში, სტუდენტურმა კამპანიამ - „ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს“ - სტარტი აიღო.
რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ასევე, მიშელ მუსხელის, ნიკო ნიკოლაძისა და ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბების ორგანიზებით, UEFA Euro 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ღია სივრცე სტუდენტებისთვის სპეციალურად მოეწყო.
ევროპის ქვეყნების ნაკრებებს შორის უეფას რიგით მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი ისტორიული მატჩის გერმანიიდან ტრანსლირებას საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტები დაესწრებიან.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბების წარმომადგენლები აღნიშნავენ, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ღია სივრცე საგულშემატკივროდ კომფორტულად არის აღჭურვილი - საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ფონზე დამონტაჟებულია დიდი ეკრანები და ხმის გამაძლიერებლები, სტუდენტებისთვის განთავსებულია პუფები და მაგიდები.
ორგანიზატორთა თქმით, „საუნივერსიტეტო სივრცეში შეკრებილი სტუდენტები ერთად ვუგულშემატკივრებთ, Euro 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველ ისტორიულ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვართ, პირველი გამარჯვების სიხარულს ერთად გავიზიარებთ“.
უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებებთან შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის საყურებლად, უახლოეს მომავალშიც, 22 ივნისს - 16:00 საათზე და 26 ივნისს - 22:00 საათზე, შეიკრიბებიან.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.