პროექტი - „ქალთა ტექ ჰაბი“ დასკვნით ფაზაშია

პროექტი - „ქალთა ტექ ჰაბი“ დასკვნით ფაზაშია

 

პროექტი - „ქალთა ტექ ჰაბი“ დასკვნით ფაზაშია

11-06-2024
პროექტი - „ქალთა ტექ ჰაბი“ დასკვნით ფაზაშია
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო პროექტი „გენდერული მრავალფეროვნების ზრდა ინჟინერიაში - ქალთა ტექ ჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering - The Women’s Tech Hub) აქტიურ ფაზაში შევიდა.

პროექტის ძირითადი გეგმის შესაბამისად, სტუდენტებმა მოდულურ ტრენინგ-პროგრამებზე რეგისტრაცია წარმატებით გაიარეს და შერჩეული სტუდენტებისათვის ტრენინგები უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს.

27 მაისს, პირველი ტრენინგ-სემინარი მოდულებში „მარკეტინგული კომუნიკაციები და PR ტექნოლოგიები“ და „მეწარმეობა პრაქტიკაში“ გაიმართა.

შეხვედრები სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩატარდა.

ტრენინგს, ამავე ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლები უძღვებიან, რომლებმაც სასწავლო პროგრამები პროექტის ფარგლებში მოამზადეს.

in-11.png

ამასთანავე, პროექტის - „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში ქალთა ტექ ჰაბი” ფარგლებში, სტუ-ის პროფესორ მასწავლებლების მიერ მთლიანობაში მომზადებულია ხუთი ტრენინგ მოდული, კერძოდ: 
  • ზოგადი მენეჯმენტი,
  • მარკეტინგული კომუნიკაციები და PR ტექნოლოგიები,
  • გრაფიკული დიზაინი,
  • ვებ. ტექნოლოგიები და WordPress დეველოპმენტი,
  • მეწარმეობა პრაქტიკაში.
აღნიშნული მოდულებით სწავლება 27 მაისს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით გაგრძელდება.

ამასთან, პროექტით ასევე გათვალისწინებულია შეხვედრები წარმატებულ მეწარმეებთან - „მეწარმეობის დღის“ ორგანიზება და „ინოვაციური იდეების შეჯიბრი“.

შეგახსენებთ, რომ პროექტს - „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში - ქალთა ტექ ჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering - The Women’s Tech Hub)  კოორდინაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტთან აქტიური კოორდინაციით ეწევა.

პროექტმა დაფინანსება საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების 2023 წლის პროგრამის ფარგლებში მოიპოვა.

სიახლეებში დაბრუნება