საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.
აღნიშნული კონფერენციის ეგიდით ფაკულტეტზე ერთი სექცია - ,,მთის მდგრადი განვითარების გლობალური გამოწვევები“, მუშაობს.
კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები: I ადგილი - ანა დოლიძე, II ადგილი - მარიამ ბაქრაძე, III ადგილი - ლიზი ბაგაშვილი.
ასევე, წარმატებული იყო სტუდენტ ანა შაორშაძის საკონფერენციო მოხსენება, რომელიც მან ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე, სექციაში - “გარემოსდაცვითი ინჟინერია“, წარადგინა და პირველი ადგილი დაიკავა.
ინფორმაციისთვის, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი, საუნივერსიტეტო სივრცეში 2021 წლის 11 დეკემბერს, მთის საერთაშორისო დღეს დაფუძნდა.
საქართველოს (კავკასიის) მთიანი რეგიონების მოსახლეობის სიღარიბის დაძლევისა და მთაში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური გარემოს შექმნაში ხელშეწყობის მიზნით ფართო პროფილის, საერთაშორისო სტანდარტის, ერთიან ევროპულ სამთო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, ბოლონიის პროცესის მოთხოვნების შესაბამისად და გაეროს მდგრადი განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, სტუდენტებს ოთხ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, სთავაზობს, ესენია: მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება (კვალიფიკაცია-გარემოსმცოდნეობის ბაკალავრი); მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი (კვალიფიკაცია-ტურიზმის ბაკალავრი); მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა (კვალიფიკაცია-მენეჯმენტის ბაკალავრი); ბუნებრივი საფრთხეები მდგრადი გარემო და დაცვა (კვალიფიკაცია-ინჟინერიის ბაკალავრი გარემოს ინჟინერიაში).
საგანმანათლებლო პროგრამები ახალია და მისი ანალოგი, როგორც საქართველოს, ისე მის სამეზობლო ქვეყნების სხვა უნივერსიტეტებს არ აქვთ.
ახალგაზრდა ფაკულტეტი, ევროპულ სტანდარტთან სრული იდენტური ფორმირებისა და სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა-განვითარებისათვის, თანამშრომლობს ისეთ წარმატებულ ევროპულ უნივერსიტეტებთან, როგორიცაა: იტალიის მთის საერთაშორისო უნივერსიტეტი, შოტლანდიის მაღალმთისა და კუნძულების უნივერსიტეტი.