სტუ-ის დოქტორანტი საქართველოში ცათამბჯენების მშენებლობის შესაძლებლობებს იკვლევს

სტუ-ის დოქტორანტი საქართველოში ცათამბჯენების მშენებლობის შესაძლებლობებს იკვლევს

 

სტუ-ის დოქტორანტი საქართველოში ცათამბჯენების მშენებლობის შესაძლებლობებს იკვლევს

17-04-2024
სტუ-ის დოქტორანტი საქართველოში ცათამბჯენების მშენებლობის შესაძლებლობებს იკვლევს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის — მშენებლობის დოქტორანტი სოფიო გელაშვილი, პროფესორ ირაკლი ქვარაიას ხელმძღვანელობით, ცათამბჯენების მშენებლობის ტექნოლოგიის განვითარების ტენდენციებს იკვლევს.

სოფიო გელაშვილის სადისერტაციო თემის მიზანია ცათამბჯენების მშენებლობის ტექნოლოგიების შესწავლა და სამშენებლო სამუშაოთა წარმოების ისეთი მეთოდის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს შენობის სიმყარეს. ასევე, თემა მოიცავს კვლევას, არის თუ არა საქართველოში ცათამბჯენების მშენებლობის შესაძლებლობა.

სოფიო გელაშვილის თქმით, კვლევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის სწორი შეფასება და მისი გამოყენება, ხოლო, ნაშრომში გამოქვეყნებული ახალი ტექნოლოგია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მშენებლობის პროცესის ყველაზე ხელსაყრელი კონსტრუქციული და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შერჩევაში.

„თემა მოიცავს მაღლივი შენობების მშენებლობის განვითარების ეტაპებს, ასევე მოიცავს 1 კმ-ზე მაღალი შენობების შესამსუბუქებლად, მეცნიერებისა და ინჟინრების მიერ შემუშავებული მაღალდაძაბულ არმატურიანი რკინაბეტონის შექმნას. ასეთი ფოლადი დამდნარი ლითონის წნევის ქვეშ გაფრქვევით მიიღება და ბევრად მეტი სიმტკიცე გააჩნია. თემა მომავალ მშენებლებს ხელს შეუწყობს უკეთ დაეუფლონ მაღლივი შენობებისა და ცათამბრჯენების აგების ტექნოლოგიას, მაღლივი შენობების განვითარების ეტაპს და ინოვაციურ ტექნოლოგიებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თემა მეტად აქტუალურია, რადგან ჩვენს ქვეყანაშიც არის და ვითარდება მაღლივი შენობების ტენდეციები, ხოლო მის ასაშენებლად აუცილებელია აგების ტექნოლოგიების დახვეწა და მზიდი კონსტრუქციების შემსუბუქება“, - აცხადებს დოქტორანტი.

სიახლეებში დაბრუნება