„თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს ჩვენი ერის სულიერ წინამძღოლს, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულის, თავმდაბლობის, სულგრძელობის, სიკეთისა და მიმტევებლობის უდიდეს მაგალითს თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია მრავალ განსაცდელს უკავშირდება და ყველა ძნელბედობის ჟამს თქვენ მუდამ ედექით გვერდში ერსა და განსაკუთრებით, მომავალ თაობას. თქვენი ლოცვა-კურთხევით გვეძლევა ძალა, ვიცხოვროთ სწორად, გავხდეთ უკეთესნი, წრფელი სიყვარულით გვიყვარდეს სამშობლო და ერთმანეთი. მადლობას გიხდით ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, სიყვარულისა და ზრუნვისთვის.
თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეების, თანამშრომლებისა და სტუდენტების სახელით, გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. მრავალჟამიერ საქართველოს საკეთილდღეოდ!“ - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.