პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი დაიწყო

 

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი დაიწყო

17-11-2023
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი 15 ნოემბერს დაიწყო. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესიული პროგრამების სტუდენტებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, ფაკულტეტის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ასევე პროფესორ-მასწავლებლებმა. შეხვედრაზე აღინიშნა რომ უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებისა და განვითარების კუთხით, არაერთი პროექტი განხორციელდა, რომელთა შედეგებს სტუდენტები სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას თავად გამოცდიან. 

თავის მხრივ შეხვედრაზე პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელებმა, სტუდენტებს გააცნეს პროფესიული პროგრამების  სპეციფიკა, ესაუბრნენ დაგეგმილ აკადემიურ პროცესებზე და მათ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური ჩართვისაკენ მოუწოდეს.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხორციელდება 23 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და წელს მივიღეთ 348 სტუდენტი. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიული პროგრამები, უნივერსიტეტისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით მომავალშიც მრავალი სიახლე იგეგმება. ფაკულტეტის ადმინისტრაცია, კიდევ ერთხელ, ვულოცავთ ჩვენი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს სწავლის დაწყებას და მათ წარმატებული სასწავლო წელს, აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას და კარიერულ წარმატებებს ვუსურვებთ.


სიახლეებში დაბრუნება