საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

29-10-2023
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეების და სტუდენტების სახელით, მსახიობ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო.

ჩვენგან წავიდა დიდი ადამიანი და დიდი მსახიობი, რომლისთვისაც სამშობლო, ოჯახი და თეატრი განუყოფელი იყო. მის მიერ შესრულებული როლები ფილმებში  - „ხევისბერი გოჩა“, „ხევსურული ბალადა“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „დათა თუთაშხია“, „შეხვედრა წარსულთან“, „შეხვედრა მთაში“, „მალე გაზაფხული მოვა“ და ა.შ., დაუვიწყარია.

ნათელში ამყოფოს თენგიზ არჩვაძის სული უფალმა!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთელი კოლექტივისა და სტუდენტების სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი თენგიზ არჩვაძის  ოჯახს, მეგობრებსა და საზოგადოებას“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმარის წერილში.

 

სიახლეებში დაბრუნება