სტუ-ში სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს

სტუ-ში სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს

 

სტუ-ში სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს

10-10-2023
სტუ-ში სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2022-2023 სასწავლო წლის შიდა საუნივერსიტეტო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული სტუდენტებისა და სტუდენტური გუნდების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

სპორტული ოლიმპიადა მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ 9 სახეობაში - ფუტსალი, ფრენბურთი, ცურვა, მკლავჭიდი, ბადმინტონი, ნარდი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, შაში -  ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13-ვე ფაკულტეტის გოგონათა და ვაჟთა სტუდენტურმა გუნდებმა და ინდივიდუალურად მოასპარეზე სტუდენტმა სპორტსმენებმა მიიღეს.

დაჯილდოების ღონისძიებაზე, ივანე ჯავახიშვილის დარბაზში შეკრებილ სტუდენტებს, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ფაკულტეტების დეკანებს, სამეცნიერო-აკადემიურ პერსონალსა და მიწვეულ სტუმრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი მიესალმნენ და სპორტული ოლიმპიადის მონაწილე სტუდენტებსა და მწვრთნელებს დაძაბულ შეჯიბრში გამარჯვება მიულოცეს.


„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, თითოეულ ჩვენს სტუდენტს გულითადად ვულოცავთ გამარჯვებას და მომავალშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებთ. სასიხარულოა, როცა ჩვენი სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასპორტო ტრადიციებს აგრძელებენ. მიგვაჩნია, რომ ასეთი მასშტაბური სტუდენტური ღონისძიებების ჩატარება ხელს უწყობს საუნივერსიტეტო სპორტისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საუნივერსიტეტო ტრადიციების აღორძინებას და ჩვენი ახალგაზრდების მრავალმხრივი ნიჭისა და უნარების წარმოჩენას. სწორედ მსგავსი აქტივობები განაპირობებს მომავალში, გაცილებით დიდ ასპარეზზე, არაერთი ღირსეული და მნიშვნელოვანი წარმატებების მოპოვებას, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელთან და იმიჯთან. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს, მათ მწვრთნელებს, ფაკულტეტებს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს, დაძაბულ სპორტულ ტურნირებში თავდაუზოგავად იასპარეზეს და გამარჯვება მოიპოვეს“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ. 

შიდასაუნივერსიტეტო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულ გოგონათა და ვაჟთა გუნდებს, ასევე, სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში გამარჯვებულ სტუდენტებს ჯილდოები და მედლები სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა, სეულის ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა, მძლეოსანმა მაია აზარაშვილმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა, მანუჩარ მაჩაიძემ, სტუ-ის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა, აკადემიური საბჭოს სწავლულმა მდივანმა, პროფესორმა იაშა კუტუბიძემ, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით ოქიტაშვილმა და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, დავით ლეშკაშელმა გადასცეს.

 

სიახლეებში დაბრუნება