14 მაისს, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 88-ე სტუდენტური საერთაშორისო კონფერენციის “მთის მდგრადი განვითარების გლობალური გამოწვევის” სექციის მუშაობა ჩატარდა.
სექციაზე ფაკულტეტის ოთხივე პროგრამის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა 12 მოხსენება წარმოადგინეს. თოთოეული მოხსენება ეხებოდა 2024 წლისათვის მთის საერთაშორისო დღის თემატიკას: "მთის გადაწყვეტილებები მდგრადი მომავლისთვის - ინოვაცია, ადაპტაცია, ახალგაზრდობა“, რომელიც მთის პარტნიორობის - Mountain Partnership-ის მიერაა დაანონსებული.
აღნიშნული კონფერენცია 2024 წლისათვის მთის საერთაშორისო დღის თემატიკისადმი მიძღვნილი რიგით მეორე აქტივობაა.
კონფერენციის სექციური მუშაობისას სტუდენტებმა მიმოიხილეს მთიან ტერიტორიებზე მდგრადი განვითარების პრობლემატიკა, ორგანული წარმოების შესაძლებლობები, მწვანე სასტუმროები, ბუნებრივი საფრთხეები, მთის მდიდარი ეთნო და გასტრონომიული კულტურა და სხვა.
ამასთანავე, მომხსენებელთა ნაწილი მთიან ტერიტორიაზე მოქმედი სტუდენტი-მეწარმეა, ხოლო მეორე ნაწილი ორგანულ მეწარმეობის წამოწყებას ახლა გეგმავს.
სტუდენტთა მიერ წარმოდგენილმა მოხსენებებმა დამსწრე საზოგადოებისა და ჟიურის წევრებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.
ჟიურის წევრებმა მომხსენებლები დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასეს, რომლებიც კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს გადაეგზავნა. საორგანიზაციო კომიტეტის მიერ სექციის მუშაობის შედეგები შეჯამდება და კონფერენციის დასკვნით ღოსისძიებაზე, 14 ივნისს, I-II- III ადგილზე გასულ სტუდენტებს გამოავლენენ.