"თავისუფლება, სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა" - სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

"თავისუფლება, სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა" - სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

 

"თავისუფლება, სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა" - სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

04-10-2023
"თავისუფლება, სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა" - სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება


10-11 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "თავისუფლება, სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა" ჩატარდება. ორდღიანი კონფერენცია, 10 ოქტომბერს, 15:00 საათზე სტუ-ის ბიბლიოთეკის დარბაზში გაიხსნება. ღონისძიების მონაწილეები მუშაობას მეორე დღეს, 11 ოქტომბერს, 10:00 საათზე სტუ-ის მე-6 კორპუსის, 606 ა ოთახში გააგრძელებენ.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზადარის უნივერსიტეტთან და ვარშავის უნივერსიტეტთან კოლაბორაციული საგანმანათლებლო პროექტის „ევროკავშირისა და ევროპული სახელმწიფოების ტრანსფორმაციის პროცესი კრიზისების გავლენის შედეგად პრობლემები და გამოწვევები“ -ის ფარგლებში ხორციელდება.

კონფერენციაში გერმანელი, ხორვატიელი, პოლონელი და ქართველი პროფესორები და მეცნიერ-სწავლულები მონაწილეობენ.

გერმანიის მხარეს წარმოადგენენ ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეას არნდტი, ბონის უნივერსიტეტის პროფესორი თეო კობუში, ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკლაუს ლარგიერი; ხორვატიის მხრიდან კი, ზადარის უნივერსიტეტის პროფესორი იურე ზოვკო; პოლონეთის მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ კრაკოვის უნივერსიტეტის პროფესორი და ევროპარლამენტის წევრი ზდისლავ კრასნოდებსკი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი აგნიეშკა ნოგალი;  საქართველოს მხრიდან მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივვერსიტეტის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ირაკლი თაბორიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ღავთაძე, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი აზა იფშირაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევარები - დოქტორები მარიამ ხაზარაძე და ქეთევან რჩეულიშვილი, დოქტორანტები გიორგი კაშიბაძე და დავით გალაშვილი.

კონფერენციის პროგრამის გასაცნობად იხილეთ დანართი ქართულ და ინგლისურ ენაზე.

კონფერენციაზე დასასწრებად, მსურველებს შეუძლიათ ონლაინ-რეჟიმში ჩაერთონ.  

ზუმის კოდი: 552 400 89 40

პაროლი: gtu2020

https://zoom.us/j/5524008940?pwd=NmpZVGtISFBIeWZ4bEpyY1B6YW1IQT09

 

სიახლეებში დაბრუნება