საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო სტუდენტის სტატუსის აღდგენის ან/და დამატებით სემესტრებში სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება, რომელიც 2023 წლის 20 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტი ლევან ასაბაშვილი, პროფესორ ნინო იმნაძის ხელმძღვანელობით, არქიტექტურაში მოდერნისტული ტრადიციის უკუგდებისა და ურბანულ დიზაინში ანტიმოდერნისტული შემობრუნების საკითხებს სწავლობს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა მირანდა გურგენიძემ და პროფესორმა თამაზ ურთმელიძემ სერტიფიკატები გადასცეს ფაკულტეტის იმ სტუდენტებს, რომლებმაც ინტელექტუალური საკუთრების სამართალში ინგლისურენოვანი კურსი გაიარეს.
ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირა“ ჟენევაში (შვეიცარია), ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) ეწვია და დიდ ადრონულ კოლაიდერზე, CMS ექპერიმენტში მონაწილე ტექნიკური უნივერსტეტის მეცნიერთა ჯგუფს შეხვდა.
საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტსა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას (GREDA) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და „ჰორიზონტი ევროპა - საქართველოს ეროვნული ოფისის“ ორგანიზებით, მიმდინარე წლის 30 იანვარს, 14:00-დან 16:00 საათამდე, I სვეტის კვლევითი ინფრასტრუქტურების მიმართულებით, ონლაინ საინფორმაციო დღე გაიმართება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება მედიაში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საქართველოს პროკურატურის მიერ ერთი პირის დაკავების შესახებ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის სპიკერმა, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემაში - „განათლების რეფორმის კვალდაკვალ მანანა ნიკოლაიშვილთან ერთად“ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებსა და სასწავლო პროცესზე ვრცლად ისაუბრა.