მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ინფორმატიკის დოქტორი
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
სადოქტორო პროგრამის მიზანია კურსის საშუალებით კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მოდელირების პრინციპების, თეორიული და გამოყენებითი ამოცანების კვლევის, თვისობრივი ანალიზის მეთოდების დაუფლება. მეტად მნიშვენელოვანია ის, რომ დოქტორანტის კვლევითი საქმიანობა ეფუძნებოდეს თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და საკვლევ პრობლემასთან დაკავშირებული კომპიუტერული სიმულაციის მაღალ მეცნიერულ დონეზე დაგეგმვასა და ჩატარებას.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მათემატიკის დოქტორი
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
სადოქტორო პროგრამის მიზანია მათემატიკის ცალკეული განხრების თანამედროვე მიღწევების შესწავლა და შემდგომი განვითარება. პროგრამა სტუდენტებს მისცემს ფუნდამეტურ ცოდნას გამოყენებითი მათემატიკის (მათემატიკური ფიზიკა, რიცხვითი ანალიზი), წმინდა მათემატიკის (მათემატიკური ანალიზი, დისკრეტული მათემატიკა, ალგებრა, გეომეტრია და ტოპოლოგია) და მათემატიკური სტატისტიკის თანამედროვე მეთოდების გამოყენების სფეროში.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საინჟინრო ფიზიკის დოქტორი.
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 50 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
საინჟინრო ფიზიკის სადოქტორო პროგრამის მიზანია ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც დაუფლებული იქნებიან ამ დარგის ცალკეულ სპეციალიზაციებს, როგორებიცაა ფიზიკური ინფორმატიკა, სამედიცინო ფიზიკა, მიკროელექტრონიკა და ოპტოელექტრონიკა, ფიზიკა-ტექნიკური ექსპერტიზა და ტექნიკური დიაგნოსტიკა.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ხელსაწყოთმშენებლობის, ავტომატიზაციის და მართვის სისტემების ინჟინერიის დოქტორი.
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად მოამზადოს მართვის სისტემების, ავტომატიზაციის და ტესტ-ინჟინერინგის დარგში სამეცნიერო კადრები, რომლებსაც გაცნობიერებული ექნებათ მართვის თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უახლესი მიღწევები.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ინჟინერიის დოქტორი ტელეკომუნიკაციაში
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 55 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი- აკრედიტებული.
პროგრამის მიზანია აღჭურვოს დოქტორანტები თანამედროვე ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში უახლეს მიღწევებზე დამყარებული შესაბამისი ცოდნითა და უნარებით, იმ მიზნით, რომ კურსდამთავრებულებმა დაიკავონ წამყვანი პოზიციები დარგის სამეცნიერო კვლევებში, აგრეთვე აკადემიურ და მომსახურების სფეროებში.