კვალიფიკაცია: ინფორმატიკის მაგისტრი
მიმართულება: ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ქართული.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტის თეორიული და პრაქტიკული მომზადება, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ასევე კორპორაციული ინფორმაციული სისტემების შექმნის, დანერგვისა და ექსპლუატაციის სფეროში ყველა იმ პირობის დაკმაყოფილებით, რომელიც დამახასიათებელია ინფორმაციული ტექნოლოგიებისათვის.
კვალიფიკაცია: ხელსაწყოთმშენებლობის, ავტომატიზაციის და მართვის სისტემების ინჟინერიის მაგისტრი
მიმართულება: საინჟინრო
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ქართული.
სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მართვის სისტემების, ავტომატიზაციისა და ტესტ-ინჟინერინგის დარგში კვალიფიციური სპეციალისტი პროფესიული შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის. სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს აღნიშნული სპეციალობის მკვლევარის მომზადებას, რომელიც შეძლებს კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმას და განხორციელებას.
კვალიფიკაცია: მათემატიკის მაგისტრი
მიმართულება: მათემატიკა და ფიზიკა
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ქართული.
სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს მისცემს ფუნდამეტურ ცოდნას გამოყენებითი მათემატიკის, წმინდა მათემატიკის,ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის თანამედროვე მეთოდების გამოყენების სფეროში. განუვითარებს მიღებული ცოდნისგამოყენების უნარებს ფუნდამენტურ, საინჟინრო, ეკონომიკურ და სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით დარგებში.
კვალიფიკაცია: საინჟინრო ფიზიკის მაგისტრი
მიმართულება: საინჟინრო
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ქართული
პროგრამის მიზანია ფიზიკურ-ტექნიკური ექსპერტიზის, მიკროელექტრონიკისა და ოპტოელექტრონიკის და ნანოტექნოლოგიის მიმართულებებით მაგისტრის მომზადება, რომელიც დამოუკიდებლად დამოუკიდებლად შეძლებს თანამედროვე დონეზე ფიზიკა-ტექნიკური ექსპერტიზის მეთოდების გამოყენებას, ელექტრონული ხელსაწყოების დამუშავებას და კვლევას, ახალი მასალების (მ.შ. ნანომასალების) მიღებას, მათი თვისებების შესწავლას და გამოყენების სფეროების განსაზღვრას.
კვალიფიკაცია: მეცნიერების მაგისტრი ფიზიკაში
მიმართულება: მათემატიკა და ფიზიკა
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ქართული.
პროგრამის მიზანია კვლევის ფიზიკური მეთოდების (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია და სხვა) შესწავლა მედიცინაში. ფიზიკის დარგში „სამედიცინო ფიზიკის“ პროგრამის შექმნა განაპირობა მოთხოვნამ ამ სპეციალობაზე, რაც გამოწვეულია თანამედროვე სამედიცინო და ტექნიკური დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებით.
კვალიფიკაცია: ბიოსამედიცინო ინჟინერიის მაგისტრი
მიმართულება: საინჟინრო
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ქართული.
პროგრამის მიზანია მაგისტრანტი მოამზადოს ბიოსამედიცინო ინჟინერიის დარგში საინჟინრო და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების გაერთიანებული პროგრამის ჩარჩოში. პირველადი კვლევის სფერო მოიცავს ბიიოსამედიცინო გამოსახულებების, ბიოსამედიცინო იმპლანტანტების და მოწყობილობების, კარდიო, ელექტროფიზიოლოგიური მოწყობილობებს, მულტი-კომპარტმენტული მოდელირების, ქსოვილების ინჟინერიის და რეგენერაციული მედიცინის საკითხებს.
კვალიფიკაცია: ინჟინერიის მაგისტრი ტელეკომუნიკაციაში
მიმართულება: საინჟინრო
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ქართული
პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელიც სატელეკომუნიკაციო დარგში ინოვაციების დანერგვას შეძლებს. გარდა ამისა, სატელეკომუნიკაციო კომპანიების ციფრული ტექნოლოგიური განვითარების პერსპექტივების შეფასების გათვალისწინებით და სათანადო დასკვნის საფუძველზე, ჩამოუყალიბოს კურსდამთავრებულს ხედვები ციფრული ტელეკომუნიკაციის დარგში საქმიანობის განხორციელებას.
კვალიფიკაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრი
მიმართულება: ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ქართული
პროგრამის მიზანია მოამზადოს შრომის ბაზარზე პრაქტიკული და კვლევითი საქმიანობისთვის კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ინფორმაციული ტექნოლოგიების მოთხოვნად მიმართულებაში - კომპიუტერულ სისტემებსა და ქსელებში; შესძინოს კურსდამთავრებულს ინფორმაციული ტექნოლოგიების თეორიული, პრაქტიკული და კვლევითი საკითხების სიღრმისეული ცოდნა; გამოუმუშაოს კურსდამთავრებულს: მულტიდისციპლინარულ გარემოში ობიექტის ანალიზისა და კვლევის; ობიექტისთვის კომპიუტერული სისტემის და ქსელის დაპროექტების, განხორციელების, კვლევის, ადმინისტრირების უნარები; გამოუმუშაოს კურსდამთავრებულს ინოვაციური აზროვნების უნარები, რაც ხელს შეუწყობს მის კარიერულ წინსვლას.
(სსიპ-ა.წერეთლის სახ. უნივერსიტეტის, სსიპ-საქ.ტექნიკ.უნივერსიტეტის, სსიპ-თბილისის სახ. სამედიციმო უნივერსიტეტის ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა)
პროგრამისსტატუსი: აკრედიტებული.
კვალიფიკაცია: ბიოსამედიცინო ინჟინერიის მაგისტრი
მიმართულება: საინჟინრო
პროგრამისმოცულობა: 120 კრედიტი.
პროგრამისსაფასური: 2250 ლარი
სწავლებისენა- ქართული
პროგრამის მიზანია - მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომლებსაც ადამიანთა ჯანმრთელობისდაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ექნებათ ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და შესაბამისი ცვლილებების მართვისათვის სათანადო ცოდნა და უნარ-ჩვევები, შეძლებენ სამედიცინო პროფილის დაწესებულებებში სამედიცინო სფეროს მენეჯმენტის გაუმჯობესებასა და ხელის შეწყობას, ორგანიზაციული ცვლილებების მხარდაჭერას. სამაგისტრო პროგრამა ხელს შეუწყობს აქტიური კვლევისა და სტუდენტებზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყენებით კვლევითი უნარების განვითარებას. პროგრამა მაგისტრანტს საშუალებას აძლევს ინტერდისციპლინარული განათლება გამოიყენოს ბიოსამედიცინო ინჟინრების, კარიერული ზრდისათვის, უზრუნველყოფს დარგობრივი ცოდნის მიღებას იმ ხარისხით, რაც აუცილებელია ინჟინერ-მკვლევარის ჩამოყალიბებისთვის.