კვალიფიკაცია: ხელოვნების მაგისტრი დიზაინში
მიმართულება: ხელოვნება
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ინგლისური
პროგრამის მიზანია თანამედროვე დიზაინის სფეროში არსებული მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მისცეს მაგისტრის საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც შეძლებენ პროფესიული ადგილი დაიმკვიდრონ დიზაინის საერთაშორისო ბაზარზე. ამასთანავე, უზრუნველყოს სტუდენტები დიზაინის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით დასაქმებისთვის აუცილებელი სრულყოფილი ცოდნითა და უნარჩვევებით. იქნება ეს: ინტერიერის, ავეჯის, პროდუქტის, ტრანსპორტის, ვიზუალური კომუნიკაციის დიზაინი თუ სხვა მომიჯნავე პროფესიული განხრები.