სწავლის საფასური - 2250 ლარი
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ნავთობისა და გაზის მოპოვების ტექნოლოგიის ბაკალავრი.
სწავლების ენა - რუსული .
პროგრამის მიზანია, იმ სპეციალისტების მომზადება, რომლებიც განახორციელებენ პროფესიულ მოღვაწეობას ნახშირწყალბადების ძიების, ბურღვის, დამუშავების და ექსპლუატაციის მიმართულებით, ასევე ნავთობისა და გაზის შენახვასა და ტრანსპორტირებაში.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.