პრიორიტეტული პროგრამა.
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - გეოლოგიის ბაკალავრი
სწავლების ენა - ქართული.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული უნარები თამედროვე გეოლოგიური ამოცანების შესასრულებლად.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ისტორია ან გეოგრაფია.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
პრიორიტეტული პროგრამა.
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სამთო და გეოინჟინერიის ბაკალავრი
სწავლების ენა - ქართული
პროგრამის მიზანია, დარგის იმ პრაქტიკული ასპექტების ათვისება, როგორიცაა: მყარი, თხევადი და აირადი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ძებნა-ძიება, საბადოთა დამუშავების და გადამუშავების ტექნოლოგიები, საშახტო და მიწისქვეშა მშენებლობა, სამთო საწარმოთა ავტომატიზაცია, სამთო ელექტრომექანიკა, ტრანსპორტი, მანქანები და დანადგარები, სამთო სამუშაოების დაგეგმვა, ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიება, დამუშავება, ნავთობგაზსადენების და ნავთობგაზსაცავების ექსპლუატაცია, ტრანსპორტირება და შენახვა, შრომის უსაფრთხოება და დაცვა.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, გეოგრაფია ან ფიზიკა.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
პრიორიტეტული პროგრამა.
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის ბაკალავრი.
სწავლების ენა - ქართული
პროგრამის მიზანია, მოამზადოს ბაკალავრი, რომელიც შეძლებს გეოდეზიური სამუშაოების შესრულებას საინჟინრო ობიექტების მშენებლობის სხვადასხვა სტადიაზე: საინჟინრო ობიექტების მიმოკვლევის, პროექტის ნატურაში გადატანის (დაკვალვის), მშენებლობისას გეომეტრიული პარამეტრების კონტროლისა და დეფორმაციებზე დაკვირვების, აგრეთვე საყრდენი გეოდეზიური ქსელების დაპროექტებისა და სიზუსტის შეფასებისას.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, გეოგრაფია ან ფიზიკა.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
პრიორიტეტული პროგრამა.
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - პროფესიული უსაფრთხოების ბაკალავრი.
სწავლების ენა - ქართული.
საბაკალავრო პროგრამის მიზანია, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომელთაც ექნებათ შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული უნარები საწარმოო უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ისტორია, ქიმია ან ბიოლოგია.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.