სტუდენტს

სტუდენტთა საინჟინრო კლუბი

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე დაარსდა საინჟინრო კლუბი, რომლის შექმნის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტების პრაქტიკული სწავლების გაძლიერებას რეალურ პროექტებზე დაფუძნებული სწავლების გზით. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვს გარდა თეორიული ცოდნისა მიიღონ გამოცდილებები ტექნიკური სამუშაოების, პროექტებზე დაფუძნებული სწავლების, ინჟინერული გამოწვევების და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობისა. საერთო ჯამში კლუბი გააძლიერებს პრაქტიკულ სწავლებას, ხელს შეუწყობს კარიერულ განვითარებას, წაახალისებს მრავალფეროვან თანამშრომლობას და გააღრმავებს უნივერსიტეტის გლობალურ ჩართულობას. ასეთი ინიციატივა მნიშვნელოვნად გაამდიდრებს სტუდენტურ ცხოვრებას სტუ-ში და საერთაშორისო დონეზე.