აპლიკაციების მიღება 2023 წლის 11 ოქტომბერი - 22 ოქტომბერი.
საქართველოს ბანკისა და საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის თანამშრომლობის პირობებში მოტივირებულ, ლიდერული თვისებების მქონე სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში, მიიღონ სწავლის საფასურის 100%-იანი დაფინანსება.
მონაწილეობის მოთხოვნები:
- აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
- ქონდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი;
- დასრულებული ქონდეს ბაკალავრიატის სწავლების პირველი წელი;
- აპლიკანტი უნდა ირიცხებოდეს ფორმაში მოცემული საბაკალავრო პროგრამებიდან ერთ-ერთზე.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება 4 სტიპენდიატი.
დამატებით, არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის 1 სტუდენტისთვის მოქმედებს "გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია".
აპლიკაციის მიღება: 11 ოქტომებრი - 22 ოქტომბერი;
პირველი ეტაპი: 23 ოქტომბერი - 31 ოქტომბერი;
გასაუბრება: 22 ნოემბერი - 4 დეკემბერი;
შედეგების გამოცხადება: 8 დეკემბერი;
მონაწილე შეფასდება როგორც აკადემიური მიღწევებით, ასევე დაფინანსების მიღების საჭიროებით, ლიდერის როლითა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით.
მონაწილის შეფასების პროცესში გათვალისწინებული იქნება პერსონალური მოტივაცია / მიზნები, ლიდერობის თვისებები, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის შექმნა-წარდგენის უნარები.
გასაუბრების კომისიის შემადგენლობაში იქნებიან როგორც უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ბანკის წარმომადგენლები.
აკადემიური მიღწევა (50 ქულა): აპლიკანტის GPA ან ექვივალენტური აკადემიური ქულები.
ლიდერობა (50 ქულა): განმცხადებლის დემონსტრირებული ლიდერობა. ეს შეიძლება იყოს ლიდერის როლები საფაკულტეტო/საუნივერსიტეტო კლუბებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, სპორტულ გუნდებში ან სხვა ჯგუფურ აქტივობებში.
კომუნიკაციის უნარი (25 ქულა): კანდიდატის უნარი გამოხატოს იდეები ნათლად და ეფექტურად.
პერსონალური მოტივაცია და მიზნები (20 ქულა): განმცხადებლის მოტივაცია არჩეული სასწავლო სფეროს ან მომავალი კარიერის მიმართ. ეს შეიძლება ეფუძნებოდეს მათ პასუხებს კითხვებზე მათი აკადემიური და კარიერული მიზნების, სფეროსადმი მათი ინტერესისა და მათი გრძელვადიანი მისწრაფებების შესახებ.
ლიდერობის თვისებები (30 ქულა): ლიდერული უნარების დამადასტურებელი მტკიცებულებები. წინა გამოცდილება ლიდერის როლებში და როგორ გაუმკლავდა კონკრეტულ გამოწვევებს.
პირადი და პროფესიული პრეზენტაცია (25 ქულა): კანდიდატის პროფესიული ქცევა, თავდაჯერებულობა და ოფიციალური ინტერვიუში ჩართვის უნარი.
საქართველოს ბანკისა და საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის თანამშრომლობის პირობებში მოტივირებულ, ლიდერული თვისებების მქონე სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამებში, მიიღონ სწავლის საფასურის 100%-იანი დაფინანსება.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება 4 სტიპენდიატი.
დამატებით, არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის 1 სტუდენტისთვის მოქმედებს "გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია".