„მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE)
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს პროექტში - „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE), რომელიც Erasmus+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების (CBHE) 2020 გამარჯვებულია.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმის წევრები არიან: განათლების და მეცნიერების სამინისტრო; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი (პროექტის კოორდინატორი); ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი; გორის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდი (European Foundation for Management Development (EFMD)); ხელოვნებისა და ხელობის ეროვნული კონსერვატორია (Conservatoire national des arts et métiers - le Cnam); ტურკუს უნივერსიტეტი (University of Turku, UTU); ლისაბონის ნოვა უნივერსიტეტი (Universidade Nova de Liboa (UNL). 2022 წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში განხორციელდა არაერთი სამუშაო შეხვედრა მესამე მისიის საკითხებზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, დამხმარე და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებთან. უნივერსიტეტის მესამე მისიის საკითხები ასახულია უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტში და უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სისტემაში.