27 ივლ

ყურადღება





სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის
ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამარტივებული კონკურსის გამოცხადების შესახებ
17 ივლ

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ტრენინგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის




განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 17 ივლისს, გაიმართა ტრენინგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის. ტრენერთან კომუნიკაციისას გამოყენებული იქნა Zoom პლატფორმა.

16 ივლ

ყურადღება

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის მიზნით ცენტრმა შეიმუშავა და დაამტკიცა სადოქტორო საფეხურის პროგრამების თვითშეფასების ანგარიშის ფორმა.

იხილეთ ბმული: https://eqe.ge/geo/static/561

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 10 აპრილს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის №69/ნ ბრძნებით დამტკიცდა "ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო" და "სწავლის სფეროების კლასიფიკატორი". ამავე ბრძანებით განსაზღვრულია პროგრამების ეტაპობრივი, კონკერტული სფეროების მიხედვით, მოდიფიცირება ზემოაღნიშნული ჩარჩოსა და კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
ყველა სიახლე

ხარისხის უზრუნველყოფა


ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა

უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა მოიცავს თანმიმდევრულ პროცესებს, შესაბამის მექანიზმებსა და პროცედურებს, რომლის მიზანია საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლების პროცესების, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და მასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის ხარისხის შეფასება და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება.

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ძირითადი ამოცანებია:

  •  უნივერსიტეტის დახმარება მისიის, მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში;

  •  უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის პერიოდული შეფასება, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი საქმიანობის ხარისხის შემდგომი ამაღლების მიზნით;

  •  უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ხარისხის განვითარების ხელშეწყობა.

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სტრუქტურა

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა მოიცავს ყველა იმ ელემენტს, რომელიც მონაწილეობს უნივერსიტეტის საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების პროცესში. იგი უნივერსიტეტის მართვის პროცესის შემადგენელი ელემენტების: დაგეგმვის, ორგანიზების, მოტივირებისა და კონტროლის განუყოფელი ნაწილია. სისტემა მოქმედებს უნივერსიტეტის მისიის, პოლიტიკის, სამართლებრივი და სხვა ვალდებულებების კონტექსტში, აგრეთვე, ეყრდნობა იმ ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებს, რითიც ხელმძღვანელობს უნივერსიტეტი თავის საქმიანობაში.

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ახორციელებს ციკლურ პროცესს, რომელიც მოიცავს ოთხ ძირითად, ერთმანეთთან დაკავშირებულ ელემენტს: დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება და განვითარება - PDCA (Plan, Do, Check and Act). PDCA წარმოადგენს დაუსრულებელ ციკლს, რომლის რეალიზაცია ხდება სამუშაო პროცესის ყველა ფაზაზე და უნივერსიტეტის მართვის ყველა დონეზე. აღნიშნული ციკლის საფუძველია მოსაზრება, რომ რომელიმე პროცესის უწყვეტი გაუმჯობესებისთვის აუცილებელია ამ პროცესის დაგეგმვა, გეგმის შესრულება, შესრულების შეფასება და შედეგების ანალიზის გათვალისწინებით მოქმედება განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის, რაც, ჩვეულებრივ, იწვევს გეგმების გადახედვას და ა. შ.

შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების მიზნით გამოიყენება უნივერსიტეტის ოფიციალური სტრუქტურები, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება სხვადასხვა საქმიანობა თუ ინიციატივა ამ მიმართულებით.

 




ხარისხის უზრუნველყოფა

განათლების ხარისხის უზრუნველყოფა ხდება შიდა და გარე მექანიზმების საშუალებით.

განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმებია ავტორიზაცია და აკრედიტაცია, რომელსაც ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.




უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები (სახელმძღვანელო)