საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტურის მეორე კურსის სტუდენტმა რატი კუპატაძემ ფაკულტეტის მიერ გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენციაზე - „არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“, უნიკალური პროექტი - „ანაკლიის ჭკვიან საპორტო ქალაქად გარდაქმნა - გამოწვევები და შესაძლებლობები“ წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს