დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის - 2023/24 სასწავლო წლის II სემესტრი
დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (HTW Dresden) (დრეზდენი, გერმანია) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტებისთვის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 3 ოქტომბერი.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 6 ოქტომბრამდე, ხოლო გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან - 2023 წლის 10 ოქტომბრამდე.
ნომინირებულმა სტუდენტებმა მიმღებ უნივერსიტეტში სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო განაცხადი მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარადგინონ 2023 წლის 15 ნოემბრამდე.
დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში სტუდენტი სწავლის საფასურს არ იხდის, მაგრამ იხდის ე.წ. სემესტრულ გადასახადს დაახლოებით 265 ევროს ოდენობით.
ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომი სასწავლო კურსები იხილეთ აქ. ამასთან ერთად, ბიზნესის სპეციალობის სტუდენტებს ინგლისურ ენაზე სასწავლო კურსების არჩევა შეუძლიათ ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტის ვებგვერდზე.
გერმანულ ენაზე შემოთავაზებული სასწავლო კურსების ხილვა შესაძლებელია ვებგვერდზე.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.