საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

პარიზ-საკლეს უნივერსიტეტი (Paris-Saclay University) (ჟიფ-სიურ-ივეტი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებშიაცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 03.12.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 07.12.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 10.12.26

პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და/ან დოიქტოირანტურის საფეხურის სტუდენტების მობილობა სწავლებისა და სტაჟირების მიზნით, მათ შორის, 1 სტუდენტი სტაჟირების მიზნით (2 თვე); 1 სტუდენტი სწავლების მიზნით (5 თვე) ან 2 სტუდენტი სტაჟირების მიზნით (2-2- თვე).

მიმართულება: ფიზიკა; სამედიცინო ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები.