უნივერსიტეტი ამჟამად ამზადებს Erasmus+ Jean Monnet Module-ის პროექტს, სახელწოდებით „European Union: Design, Cultural Heritage and Sustainable Development of the Environment“ (ევროკავშირი: დიზაინი, კულტურული მემკვიდრეობა და გარემოს მდგრადი განვითარება).
პროექტის ძირითადი მიზანია სტუდენტებში ევროკავშირის, მისი პოლიტიკისა და ინიციატივების შესახებ ცოდნის გაღრმავება შემდეგი მიმართულებებით:
კულტურა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;
დიზაინი და მდგრადი განვითარება;
ინკლუზიური და ეკოლოგიურად მდგრადი გარემოს შექმნა;
ახალი ევროპული ბაუჰაუსის (New European Bauhaus) ინიციატივა, რომელიც აერთიანებს მდგრადობის, ესთეტიკისა და სოციალური ინკლუზიის პრინციპებს.
უნივერსიტეტი დაინტერესებულია პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან საერთაშორისო აკადემიური ექსპერტის ჩართვით.
თანამშრომლობა შესაძლოა მოიცავდეს:
მოწვეული ლექციების ჩატარებას;
ონლაინსემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას;
ევროპული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას;
სასწავლო მასალების შემუშავებასა და რეცენზირებას;
პროექტის შედეგების გავრცელებას აკადემიური პუბლიკაციებისა და საერთაშორისო ღონისძიებების მეშვეობით
დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა, რომელთა აკადემიური და კვლევითი ინტერესები უკავშირდება აღნიშნულ თემატიკას, უნდა წარმოადგინოს CV, მოკლე აკადემიური პროფილი და შესაბამისი კვლევითი ინტერესების აღწერა (erasmusplus@gtu.ge). დაინტერესებული პირების შესახებ ინფორმაცია გაიგზავნება პარტნიორ უნივერსიტეტში, რათა განიხილონ თანამშრომლობის შესაძლო ფორმატები.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.