საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში - 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)

ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინსტიტუტი (National Polytechnic Institute of Toulouse - Toulouse INP) (ტულუზა, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 03.12.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 07.12.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 10.12.26

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 14 სტუდენტის მობილობა სწავლებისა (8 სტუდენტი, 6-6 თვე) და სტაჟირების მიზნით (6 სტუდენტი, 3-3 თვე) ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტის საინჟინრო სკოლაში Toulouse INP-ENSEEIHT.

მიმართულება:
დოქტორანტურა - ტელეკომუნიკაცია, ელექტრონიკა, ელექტროინჟინერია, ჩაშენებული სისტემები, მათემატიკა
მაგისტრატურა - ელექტრონული სისტემები ჩაშენებული და საკომუნიკაციო აპლიკაციებისთვის (Master of Electronics systems for embedded and Communicating Applications - ESECA); სატელიტური საკომუნიკაციო სისტემები (Master Satellite Communication Systems: from engineering to end-to-end systems - SATCOM systems); წყლის ინჟინერია და წყლის მენეჯმენტი (Master Water Engineering and Water Management), მათემატიკა.