საერთაშორისო ღონისძიებები

აბაი მირზახმეტოვის სახ. ქოქშეთაუს უნივერსიტეტის აკადემიური მობილობის პროგრამა - 2026/27 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

აბაი მირზახმეტოვის სახელობის ქოქშეთაუს უნივერსიტეტი (Kokshetau University named after A. Myrzakhmetov - AMKU) (ქოქშეთაუ, ყაზახეთი) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგებს სთავაზობს აკადემიური მობილობის პროგრამას 2026/27 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში. აკადემიური მობილობის პერიოდია 2027 წლის 18 იანვარი - 15 მაისი.

პროგრამა ფარავს შემდეგ ხარჯებს:
  • აკომოდაცია;
  • ტრანსფერი ასტანა - ქოქშეთაუ - ასტანა;
  • ანაზღაურება თვეში 800 დოლარი.
კანდიდატი უნდა ფლობდეს მინიმუმ PhD აკადემიურ ხარისხს.
აკადემიური მიმართულებები: საინფორმაციო სისტემები; საინფორმაციო ტექნოლოგიები; სამართალმცოდნეობა.
დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გააგზავნოს თავისი რეზიუმე (CV), მიღებული განათლების, სამეცნიერო ხარისხის, პროფესიული გამოცდილებისა და სამეცნიერო ინტერესების მითითებით, მიმდინარე წლის 1 დეკემბრის 18:00 საათამდე (ყაზახეთის დროით), ელ.ფოისტაზე: bolognaprocess11@gmail.com 

საკონტაქტო პირი:
საბინა ასილბექი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და აკადემიური მობილობის დეპარტამენტი