საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტუშის უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

ტუშის უნივერსიტეტი (University of Tuscia) (ვიტერბო, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებშიაცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ადმინისტრაციული / აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 03.12.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 07.12.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 10.12.26

ტუშის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 3 თანამშრომლის მობილობა ტუშის უნივერსიტეტში, მათ შორის, 2 ადმინისტრაციული თანამშრომელი, რომელიც ჩართულია სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლაში იტალიური უნივერსიტეტის კოორდინირებით მიმდინარე ორმაგი სადიპლომო საბაკალავრო პროგრამის განხორციელებაში და 1 ადმინისტრაციული ან აკადემიური თანამშრომელი.

პროექტის კოორდინატორის მოთხოვნით, შერჩეულმა აპლიკანტმა მობილობა უნდა განახორციელოს და მონაწილეობა მიიღოს 2027 წლის 17-21 მაისს დაგეგმილ თანამშრომელთა VIII საერთაშორისო კვირეულში. ღონისძიებაში მონაწილეობის გადასახადია 120 ევრო. მობილობის მსურველს უნდა ჰქონდეს იტალიური ფისკალური კოდი.

მიზნობრივი ჯგუფი: დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ტუშის უნივერსიტეტის კოორდინირებით მიმდინარე ორმაგი სადიპლომო საბაკალავრო პროგრამის განხორციელებაში ჩართული 2 ადმინისტრაციული თანამშრომელი.

აკადემიური მიმართულება: საინჟინრო მიმართულებები.