საერთაშორისო ღონისძიებები

კვლევითი სტაჟირება მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის აბაი მირზახმეტოვ კოქშეტაუს უნივერსიტეტში

აბაი მირზახმეტოვ კოქშეტაუს უნივერსიტეტი (Abay Myrzakhmetov Kokshetau) (კოქშეტაუ, ყაზახეთის რესპუბლიკა) სტუ-ს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს სთავაზობს კვლევით სტაჟირებას 2026 წლის 16 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით. 

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს კვლევითი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას, კვლევითი კომპეტენციის განვითარებისა და ჩვენი უნივერსიტეტების ახალგაზრდა მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალის ხანგრძლივი აკადემიური თანამშრომლობის ჩამოყალიბების შესაძლებლობად.

კვლევითი სტაჟირების ფარგლებში, მონაწილეებს მიეცემათ შემდეგი აკადემიური შესაძლებლობები:
  • თითოეულ მონაწილეს, აკადემიური მიმართულებისა და კვლევის თემატიკის გათვალისწინებით, დაენიშნება ხელმძღვანელი / დამკვირვებელი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალიდან;
  • შესაბამისი კვლევითი შედეგების არსებობის შემთხვევაში, მონაწილეებს მიეცემათ საშუალება, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და მკვლევრებთან ერთად, მოამზადონ საერთო კვლევითი სტატია, რომელიც გამოქვეყნდება ეროვნულ და საერთაშორისო აკადემიურ ჟურნალებში.
  • მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მიერ დაორგანიზებულ კვლევით სემინარებში, აკადემიურ დისკუსიებში, კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში. 
  • კვლევითი ცოდნის, მეთოდოლოგიისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საუკეთესო აკადემიური პრაქტიკის გაზიარება. 
  • საერთაშორისო კვლევითი კონტაქტების დამყარება და სამომავლო საერთო კვლევითი პროექტებისთვის პერსპექტიული მიმართულებების განსაზღვრა.
  • აკადემიურ პროგრამასთან ერთად , გაიმართება გასართობ-შემეცნებითი პროგრამა, რათა მონაწილეებს გააცნოს ყაზახეთის ისტორია, კულტურა და ეროვნული მემკვიდრეობა. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები ეწვევიან ბურაბეის სახელმწიფო ეროვნული ბუნების პარკს (Burabay State National Nature Park), დაათვალიერებენ კოქშეტუს ღირსშესანიშნაობებსა და სხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. 
მასპინძელი უნივერსიტეტი სტაჟირების პერიოდის განმავლობაში, მონაწილეებს უზრუნველყოფს უფასო განთავსებით და სწავლის საფასურიდან გათავისუფლებით.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა თითოეულ მინაწილესთან ინდივიდუალურ მიდგომას, სტაჟირების აკადემიურ შედეგსა და სამომავლო კვლევითი თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. 

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით, თქვენი უნივერსიტეტის მაგისტრანტი და დოქტორანტი სტუდენტები მნიშვნოვან ნაბიჭს გადადგამენ პროფესიულ და აკადემიურ განვითარებაში, გააფართოებენ საკუთარ საერთაშორისო კვლევით ქსელებს და წვლილს შეიტანენ ორივე უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის გაძლიერებაში.
საკონტაქტო ელ.ფოსტა: bolognaprocess11@gmail.com.