საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ჩესტოხოვის იან დლუგოშის უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)

იან დლუგოშის უნივერსიტეტი ჩესტოხოვაში (Jan Dlugosz University in Czestochowa) (ჩესტოხოვა, პოლონეთი)ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 02.12.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 07.12.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 10.12.26

დეტალური ინფორმაცია იან დლუგოშის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან იან დლუგოშის უნივერსიტეტში. 

მიმართულება: მანქანათმშენებლობა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მასალათმცოდნეობა.