საერთაშორისო ღონისძიებები

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ციფრული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში: სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის თანამედროვე მიმართულებები“

2026 წლის 25 ნოემბერს იახშიგელდი კაკაევის სახელობის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტი (აშხაბადი, თურქმენეთი) ჰიბრიდულ ფორმატში გამართავს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „ციფრული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში: სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის თანამედროვე მიმართულებები“.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორები, მეცნიერ-თანამშრომლები, ასპირანტები, მაგისტრანტები, სტუდენტები, აგრეთვე, ადგილობრივი და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები.

კონფერენციის ოფიციალური სამუშაო ენებია: ინგლისური, თურქმენული და რუსული.

მონაწილეობის ფორმები: ადგილზე დასწრებით ან დისტანციურად.

უცხოელი მონაწილეებისთვის გათვალისწინებული პირობები:
  • განთავსება იახშიგელდი კაკაევის სახელობის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტის კეთილმოწყობილ საერთო საცხოვრებელში;
  • კვებით უზრუნველყოფა;
  • ქალაქ აშხაბადის ფარგლებში ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვა;
ზემოაღნიშნულ ხარჯებს უზრუნველყოფს მოწვევის ინიციატორი მხარე, ხოლო აშხაბადში ჩასვლასა და უკან დაბრუნებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს გამგზავნი მხარე.

პრეზენტაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 15.11.26.

საკონტაქტო ელ.ფოსტა: iogu.digitalconference@gmail.com