საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა WSB უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)

WSB უნივერსიტეტი (WSB University) (დომბროვა გურნიჩა, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა: 

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 18.11.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 24.11.26

WSB უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურისა საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან WSB უნივერსიტეტში.

მიმართულება: ინფო-საკომუნიკააციო ტექნოლოგიები, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, განათლება, ინგლისური ენა და ლიტერატურა.