საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლაკვილის უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

ლ'აკვილის უნივერსიტეტი (University of L'Aquila – UNIVAQ) (ლაკვილა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა

ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 18.11.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 24.11.26

ლ'აკვილის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 5 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ლ'აკვილის უნივერსიტეტში. მობილობა უნდა განხორციელდეს 2027 წლის 31 ივლისამდე.

მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.