საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ შერეული ინტენსიური პროგრამა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University - VMU) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს შერეულ ინტენსიურ პროგრამაზე (Blended Intensive Programme - BIP) 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.11.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 11.11.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 13.11.26

შერეული ინტენსიური პროგრამა “მულტილინგვიზმის პრაქტიკული რეალიზაცია: ენობრივი და კულტურული კომპეტენციების გაძლიერება” ითვალისწინებს სავალდებულო ვირტუალურ კომპონენტს: 5 შეხვედრას 2027 წლის თებერვალი-მაისის პერიოდში და ფიზიკურ მობილობას (01/06/2027 – 05/06/2027).

პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია სტუ-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატს.

პროგრამა ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯების დაფარვას და სტიპენდიას დღიურად (გათვალისწინებულია 5 სამუშაო დღე და 2 დღე მგზავრობისთვის).

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს და ნიშნების ფურცელს 3 ECTS კრედიტით.

სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
  • პირადობის მოწმობის /პასპორტის ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ, სწავლების წლის/საფეხურისა და სწავლების ენის მითითებით;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურ ენაზე) 
  • EUROPASS CV (ინგლისურენაზე) 
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) 
  • ლიეტუვური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა
  • ნიშნების ფურცელი, GPA მითითებით
  • სარეკომენდაციო წერილი, რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით
  • არსებობის შემთხვევაში, ცნობა იმის შესახებ, რომ აპლიკანტი არის: სოციალურად დაუცველი, სპეციალური საჭიროებების მქონე, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი (ე.წ. „1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ მონაწილე) ან იძულებით გადაადგილებული პირი (ინგლისურ ენაზე);
  • წინა საფეხურზე მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი და დანართი (არსებობის შემთხვევაში) ან აკადემიური ცნობა
მიმართულება: ლინგვისტიკა და შესაბამისი ინტერდისციპლინარული პროგრამები.