საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ესქიშეჰირის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

ესქიშეჰირის ტექნიკური უნივერსიტეტი (Eskişehir Technical University - ESTU) (ესქიშეჰირი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 18.11.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 24.11.26

დეტალური ინფორმაცია ესქიშეჰირის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ესქიშეჰირის ტექნიკურ უნივერსიტეტში. 

მიმართულება: ქიმიური ინჟინერია, ელექტრონიკა, ელექტროინჟინერია, გარემოსდაცვის ინჟინერია.