საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა გრანადის უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)

გრანადის უნივერსიტეტი (University of Granada - UGR) (გრანადა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლისთვის.
 
შერჩევის პროცედურა:

ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.11.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 11.11.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 13.11.26

გრანადის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან გრანადის უნივერსიტეტში. პროექტის კოორდინატორის მითითებით, მობილობის განსახორციელებლად აუცილებელია, წარმოდგენილი იქნას წინასწარი მიღების წერილი (Pre-Acceptance Letter) გრანადის უნივერსიტეტში მასპინძელი კოლეგისგან, თავისი აპლიკანტის ადმინისტრაციული საქმიანობის შესაბამისი დეპარტამენტიდან. საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და შესაბამისი პროცედურები მოცემულია ვებგვერდზე.