საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ესქიშეჰირის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

ესქიშეჰირის ტექნიკური უნივერსიტეტი (Eskişehir Technical University-ESTU) (ესკიშეჰირი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა: 

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 18.11.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 24.11.26

ესქიშეჰირის ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა ესქიშეჰირის ტექნიკურ უნივერსიტეტში.

მიმართულება: ქიმიური ინჟინერია, ელქტორინჟინერია, ელექტრონიკა, გარემოსდაცვითი ინჟინერია.