საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა გაბრიელ დ'ანუნციოს კიეტი-პესკარის უნივერსიტეტში- 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

გაბრიელ დ'ანუნციოს კიეტი-პესკარის უნივერსიტეტი (University “G. d’Annunzio” of Chieti–Pescara) (კიეტი-პესკარა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 02.11.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 04.11.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 06.11.26

გაბრიელ დ'ანუნციოს კიეტი-პესკარის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა გაბრიელ დ'ანუნციოს კიეტი-პესკარის უნივერსიტეტში. მობილობის პერიოდია 01.03.27 - 31.07.27.

მიმართულება: სამშენებლო, არქიტექტურა, ეკონომიკა, ბიზნესი, ფინანსები, მენეჯმენტი, ფსიქოლოგია, სამართალმცოდნეობა.