საერთაშორისო ღონისძიებები

EDASOL 2027 - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ეკონომიკური განვითარების და ცხოვრების დონის შესახებ

ქართველ მკვლევრებს, მეცნიერებს, დოქტორანტებსა და დარგის პროფესიონალებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში EDASOL 2027 – ეკონომიკური განვითარების და ცხოვრების დონის შესახებ, რომელიც 2027 წლის 4 ივნისს ბანია-ლუკაში (ბოსნია და ჰერცეგოვინა) პანევროპული უნივერსიტეტის APEIRON-ის ბიზნესეკონომიკის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება.

კონფერენციის მთავარი თემაა „ჯანმრთელობა, ეკონომიკა და გარემო ცვალებად მსოფლიოში“ (Health, Economy and Environment in a Changing World).

კონფერენცია მონაწილეებს სთავაზობს საერთაშორისო და მულტიდისციპლინურ აკადემიურ პლატფორმას კვლევის შედეგების წარსადგენად, გამოცდილების გასაზიარებლად და საერთაშორისო პროფესიული კავშირების დასამყარებლად.

კონფერენციის თემატური მიმართულებები მოიცავს ეკონომიკას, მენეჯმენტს, ჯანმრთელობას, გარემოს დაცვას, სამართალს, ხელოვნურ ინტელექტსა და ციფრულიზაციას, ტრანსპორტსა და ლოგისტიკას, სპორტსა და ცხოვრების ხარისხს, ასევე მდგრადი მართვის, ინოვაციებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებს.

კონფერენციაზე წარდგენილი მაღალი ხარისხის სრული სამეცნიერო ნაშრომები შესაძლოა ნომინირებულ იქნეს ჟურნალში Economy and Market Communication Review (EMC Review) გამოსაქვეყნებლად განსახილველად. ჟურნალი ინდექსირებულია Web of Science Core Collection-ის Emerging Sources Citation Index (ESCI)-ში. ნაშრომების გამოქვეყნება დამოკიდებულია ჟურნალის სარედაქციო შეფასებისა და დამოუკიდებელი რეცენზირების შედეგებზე.

მნიშვნელოვანი თარიღები:
• 15 თებერვალი, 2027 — აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა;
• 1 მარტი, 2027 — მიღების შესახებ შეტყობინება;
• 31 მარტი, 2027 — შეღავათიანი რეგისტრაციის ბოლო ვადა;
• 15 აპრილი, 2027 — სრული ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადა ჟურნალში გამოქვეყნების მიზნით განსახილველად;
• 4 ივნისი, 2027 — კონფერენცია.

მონაწილეობის საფასური:
• 120 ევრო — შეღავათიანი რეგისტრაცია 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით;
• 160 ევრო — რეგისტრაცია 2027 წლის 1-ლი აპრილიდან.

კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ბანია-ლუკაში, ისე ონლაინ. აბსტრაქტები და სრული ნაშრომები წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სააპლიკაციო ფორმა, იხილეთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ვებგვერდზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ.ფოსტა: edasol@apeiron-edu.eu 
ტელ.: +387 (0)51 247 972