საერთაშორისო ღონისძიებები

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)

ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (Wrocław University of Science and Technology - WUST) (ვროცლავი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26

ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, კოორდინატორი უნივერსიტეტისთვის შესავსები სააპლიკაციო ფორმა და მობილობის ხელშეკრულება იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. კოორდინატორის მითითებით, მობილობა უნდა განხორციელდეს თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, რომელიც იგეგმება 31.05.2027 - 04.06.2027.