საერთაშორისო ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა აბდულა გიულის უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

აბდულა გიულის უნივერსიტეტი (Abdullah Gül University - AGU) (კაისერი, თურქეთი) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა: 

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26
ნომინირებულმა სტუდენტებმა სააპლიკაციო პროცედურა მიმღებ უნივერსიტეტში უნდა დაასრულონ 2026 წლის 30 ნოემბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრულია ბაკალავრიატის,  მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აბდულა გიულის უნივერსიტეტში, ე.წ. ნულოვანი გრანტით.